საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის თასის ფინალში არგენტინამ კოლუმბია 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ გახდა ჩემპიონი, რაც რეკორდია.

სტადიონზე უბილეთო გულშემატკივრების შესვლით გამოწვეული პრობლემის გამო მატჩი საათისა და 23 წუთის დაგვიანებით დაიწყო. „მარკას“ ცნობით, ნამდვილი საგიჟეთი იყო, შეხვედრას იმაზე მეტი (7 ათასით) მაყურებელი დაესწრო, ვიდრე არენა იტევს. ცხელოდა, ტემპერატურა 33 გრადუსი იყო, პირველ ტაიმში კოლუმბია დომინირებდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. 36-ე წუთზე არგენტინელთა ლიდერი მესი არიასთან შეჯახების შედეგად დაშავდა, მაგრამ სამწუთიანი პაუზის შემდეგ თამაშის გაგრძელება შეძლო.

შესვენება 24 წუთი გაგრძელდა,
რადგან შაკირამ მინი-კონცერტი ჩაატარა. მეორე ტაიმში არგენტინა მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, თამაში უფრო ლამაზი სანახავი გახდა, დი მარიას დარტყმული ბურთი მეკარე ვარგასმა მოიგერია. 65-ე წუთზე მესიმ მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. შემდეგ არგენტინელი გონსალესის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. მეორე ექსტრა ტაიმში კი, 97-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მაიამი. „ჰარდ როკ სტედიუმი“
არგენტინა - კოლუმბია 1:0 (ძირ. დრო 0:0)
გოლი: მარტინესი (112)

. არგენტინამ ზედიზედ სამი ტოპ-ტურნირი მოიგო და ესპანეთის მიღწევა გაიმეორა.
. 37 წლის მესი XXI საუკუნეში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირის ფინალში თამაში სასტარტოდან დაიწყო.

altნაკრებში ასრულებს, "ბენფიკაში" რჩება - დი მარია კვლავ ლისაბონელებისთვის შეუტევს

მკითხველის კომენტარები / 16 /
2016წლის ევროს ფინალი გამახსენდა. იქ რონალდუმ იტირა, როდესაც ტრამვა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა. ამ ორი ლეგენდის ცრემლებს ვენაცვალე. ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე ფეხბურთი. რამხელა სიამოვნება მიანიჭეს მილიარდობით ადამიანებს. ფეხბურთის ჩლუნგ ეგრეთწოდებულ ფანებს ვერ გაუგიათ რომ არ შეიძლება თუ რონალდოს ფანი ხარ მესის აგინო ანდა პირიქით თუ რონალდო უფრო მოგწონს მესის აგინო. არადა ასეთები ბევრი გვყავს საქართველოში. აქ ერთი უსახელო ეგრეთწოდებული მესისტი ჩემს კომენტარებს უსაფრდება ვირთხასავით და ვითომ მაკრიტიკებს, რადგან ხშირად დამიწერია რომ მე რონალდო უფრო მომწონს. დაახლოებით ასეა ქოცი თუ არ მოგწონს ე.ი ნაცი ხარ ანდა პირიქით. რას იზამ სხვანაირად მათი გონება ვერ მუშაობს. და კიდევ ვინც ვერ ხვდება თუ რატომ ტირიან ლეგენდები, მათ ვეტყოდი
საკუთარი საქმისადმი დამოკიდებულებას "პოხუიზმი" ჰქვია. უფრო სწორად თავიანთ პროფესიას ( მითუმეტეს თუ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში არიან) არაფრად აგდებენ. არა აქვს მნიშვნელობა მუშა ხარ თუ ექიმი, მძღოლი ხარ თუ მასწავლებელი. უამრავი ექიმი ვიცი ვინც თავიანთი პაციენტები გადაურჩენიათ, წლების შემდეგაც უტირიათ. მაგალითად რამაზ დათიაშვილი
დავით 67
01:40 16-07-2024
1
მაინტერესებს, ფინალისიმა იქნება? თუ იქნება როდის?
ვახო
21:21 15-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული