ოფიციალურად: საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად გაავრცელა ცნობა, რომ მათი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

53 წლის სპეციალისტი "სამ ლომს" 2016 წლის მერე წვრთნიდა და ეროვნულ გუნდში ახალგაზრდული ნაკრებიდან გადმოინაცვლა.

საუთგეიტის ხელმძღვანელობით, ინგლისმა 4 დიდ ტურნირზე ითამაშა. 2018 წელს ინგლისელებმა მუნდიალზე ნახევარფინალს უწიეს, 2020 და 2024 წლებში ევროზე ფინალი ითამაშეს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კი მეოთხედფინალში დაემშვიდობნენ.

ვინ იქნება ინგლისის ნაკრების ახალი მწვრთნელი, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
საერთოდ გლობალურად ფეხბურთისთვისარის კარგი რო წავიდა :))) ასეთებს უნდა აეკრძალოს მწვრთნელობა დეშამის დროცაა რო-რამე
0
რატომ არ არის ეს თანამდებობა შესაშური ნებისმიერი გამოჩენილი მწვრთნელის თვალსაზრისით? იმიტომ, რომ მოლოდინი დიდია, და წარმატების შანსი მცირეა. თუ ფინალში გაიყვან ინგლისის ნაკრებს და ფინალს ვერ მოიგებ, ეს არ ჩაგეთვლება დიდ წარმატებად. საკუთარ ტექნიკურ ფეხბურთელებს ვერ ამზადებენ, შავ უცხოელებს კი ინგლისის წარმატება არ ადარდებთ. ესპანეთმა კი გამოიყენა შავი უცხოელები, მაგრამ ესპანეთს საკუთარი ტექნიკური ფეხბურთელებიც ჰყავს.
რეალობა
18:17 16-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული