ლუკაკუმ "ნაპოლისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - ბელგიელი ოსიმენის გასხვისებას ელოდება

AutoSharing Option
"ჩელსის" ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ "ნაპოლისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბელგიელს "პარტენოპეის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან ერთად მუშაობა სურს.

"ნაპოლი" "ჩელსის" 25 მილიონსა და ბონუსს შესთავაზებს, თუმცა ტრანსფერის განსახორციელებლად, პირველ რიგში, იტალიურმა კლუბმა ვიქტორ ოსიმენი უნდა გაასხვისოს.

ნიგერიელის დამატებით ყველაზე აქტიურად პსჟ ინტერესდება, დედაქალაქელთა რიგებში გადასვლის წინააღმდეგი არც ვიქტორია, მაგრამ კლუბები შეთანხმებისგან ჯერჯერობით შორს არიან.

შეგახსენებთ, ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარის წესით "რომაში" გაატარა.

altლუკაკუ ნეაპოლში სახლს ეძებს - რა ბედი ეწევა

ოსიმენს?

altოსიმენი "ალ ჰილალში", ლუკაკუ კი - "ნაპოლიში"

alt"ლუკაკუ პრობლემა სულაც არაა, მან უამრავი შანსი თავად შეიქმნა" - კიელინიმ ბელგიელი დაიცვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი ლუკაკუს ხელფასი მოიძიეთ მერე და დადეთ... ჯუღელი ჩარჩენილია წინა სამყაროში. გამოვიდეს და თქვას სათქმელი ან გამოსასყიდი იქნება ახალ კონტრაქტში ან საერთოდ არ გავახანგრძლივებთო.. კონტესაც მიაგდებინოს ერთი ადგილი 8 მილიონი ხო კაია სეზონში??? წამოსულიყო ეგეც 3 მილიონად იტალიელია და აეყვავებინა ნაპოლი რატო არ დათანხმდა დაბალ ხელფას? რომელი დიდი მწვრთნელი ეგ მყავს???? კვარა კიდევ თავის ფლანგზე სამეულში თუ არა 5ეულში ხო მაინც შედის და გადახედონ მათნაირ ფლანგის შემტევებს რა ხელფასები აქვთ... არ გვაქვს მეტი და თავის შეცოდებები არ გვინდა ლავრენტას ფულის მეტი რა აქვს. ადრეც ვიძახდი და კიდე ვიტყვი ლავრენტასთან გამოსასყიდის გარეშე დარჩენა ნიშნავს რომ სანამ არ გაფუჭდება კვარა ნაპოლიში იქნება.. ბევრი ფეხბურთელი გამოწურე ლიმონივით და არაფრის დიდებით არ გაუშვეს სხვაგან აღარ მინდა ჩამოთვლა
roni
17:06 17-07-2024
2
ლუკაკუკს მაგივრად, მამადუ წაეთრიათ!
ფხიიიი
11:05 17-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული