"ბარსელონა" ნიკო უილიამსის შეძენასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ბილბაოს" შემტევის, ნიკო უილიამსის შეძენასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელები ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზე არიან. ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ მოქმედ ევროპის ჩემპიონს კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ბარსელონაში" სურს, მიუხედავად იმისა, რომ მისით დაინტერესებას პრემიერლიგური გრანდებიც გამოთქვამენ.

"ბლაუგრანას" ნიკოს შესაძენად გამოსასყიდი პუნქტის ამოქმედება მოუწევს, ესპანელის გამოსასყიდი თანხა 55 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, 22 წლის გარემარბმა ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული