რაკიტიჩი საუდის არაბეთიდან კარიერას სამშობლოში გააგრძელებს

AutoSharing Option
ვეტერანი ფეხბურთელი ივან რაკიტიჩი "ალ შაბაბიდან" კარიერას სამშობლოში, კერძოდ, "ჰაიდუკ სპლიტში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბულ კლუბს ხორვატის გაშვება არ სურდა, თუმცა რაკიტიჩს სამშობლოში თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა.

შეგახსენებთ, "ჰაიდუკის" სპორტული დირექტორი წარსულში ცნობილი ფორვარდი ნიკოლა კალინიჩია, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი - ჯენარო გატუზო.

რამდენიმე დღის წინ ხორვატულმა კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ივან პერიშიჩიც გაიფორმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული