"ბარსელონა" "ლაიფციგს" ოლმოს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ლაიფციგს" დანი ოლმოს სანაცვლოდ ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას, 60 მილიონ ევროს სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ესპანელს "ბლაუგრანაში" გადასვლა სურს და მზადაა "მანჩესტერ სიტის", მიუნხენის "ბაიერნის", "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზებები იუაროს.

26 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში "ლაიფციგის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული