"გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მატჩების მოგებას შეძლებს" - ჰანსი ფლიკმა "ბარსელონას" სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში კლუბის სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა.

დეკუსთანა (ბარსელონას სპორტული დირექტორი) შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის ბრწყინვალედ მუშაობს, დიდებული იდეები აქვს და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, რომ გუნდი გავაუმჯობესოთ.

როდესაც "ბარსელონას" მოთამაშეებს ვუყურებ, მათ შორის ახალგაზრდებსაც, ვფიქრობ, რომ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მოგვაგებინებს, თუმცა ამავდროულად, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ზრდა უნდა გააგრძელონ და განვითარებაში დავეხმაროთ, ეს "ბარსელონას" ფილოსოფიაა", - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბლაუგრანას" ნომერ პირველი სამიზნე "ბილბაოს" შემტევი ნიკო
ვილიამსია, გარდა ამისა "ბარსას" "ლაიფციგიდან" დანი ოლმოს დამატებაც სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული