დეკუსთანა (ბარსელონას სპორტული დირექტორი) შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის ბრწყინვალედ მუშაობს, დიდებული იდეები აქვს და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, რომ გუნდი გავაუმჯობესოთ.
როდესაც "ბარსელონას" მოთამაშეებს ვუყურებ, მათ შორის ახალგაზრდებსაც, ვფიქრობ, რომ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მოგვაგებინებს, თუმცა ამავდროულად, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ზრდა უნდა გააგრძელონ და განვითარებაში დავეხმაროთ, ეს "ბარსელონას" ფილოსოფიაა", - განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბლაუგრანას" ნომერ პირველი სამიზნე "ბილბაოს" შემტევი ნიკო