"მანჩესტერ იუნაიტედს" ფოფანას დამატება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" "მონაკოს" ნახევარმცველის, იუსუფ ფოფანას დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რამდენიმე კვირის წინ ფრანგმა ნახევარმცველმა "მილანთან" 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, თუმცა "როსონერი" ამ დრომდე "მონაკოსთან" ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევს.

თავად ფოფანა პრემიერლიგაში თამაშისთვის ღიაა და "წითელი ეშმაკების" რიგებში თამაშის წინააღმდეგი სულაც არ იქნება.

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს "მონაკოსთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ კიდევ ფუფალა დავიმატოთ.
ქიტესა
19:17 23-07-2024
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული