"არსენალი" მიკელ მერინოსთვის ბრძოლას ლიდერობს

AutoSharing Option
"სოსიედადის" ნახევარმცველი მიკელ მერინო შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მეთოფეებს" ნახევარდაცვის ხაზში გაძლიერება სურს და მერინოს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ.

28 წლის ფეხბურთელს "სოსიედადთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ.

მერინოს დამატებით "ბარსელონაც" ინტერესდება, თუმცა კატალონიური კლუბი ჯერჯერობით ნიკო ვილიამსის ტრანსფერის დახურვას ცდილობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული