გრიზმანმა შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა შესაძლოა კარიერა MLS-ში გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გრიზმანის დამატებით "ლოს ანჯელესი" ინტერესდება, სადაც ანტუანის თანამემამულეები ოლივიე ჟირუ და უგო ლორისიც ასპარეზობენ.

გრიზმანს "ატლეტიკოსთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება, თუ ფრანგმა "როხიბლანკოსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, მაშინ მადრიდელები მის გასხვისებას შეეცდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული