"გრანდებს ოსიმენის ყიდვა მისი ხასიათის გამო არ სურთ" -"ნაპოლის" ლეგენდამ ნიგერიელზე ისაუბრა

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო, რომ "ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებდა, თუმცა ნიგერიელის გამოსასყიდი თანხის გადახდას ჯერჯერობით არცერთი ევროპული კლუბი არ გეგმავს.

თავის მხრივ, "პარტენოპეიში" ოსიმენის სასწრაფოდ გასხვისება და მის ნაცვლად "ჩელსიდან" რომელუ ლუკაკუს ყიდვა სურთ.

"ნაპოლის" ლეგენდამ, ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ, Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ნიგერიელის შესახებ ისაუბრა.

"ოსიმენის სიტუაცია საყურადღებოა, თითქოს მისი წასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ყველაფერი ჩიხში შევიდა. როგორც მითხრეს, ევროპულ გრანდებს ვიქტორის ყიდვა მისი ხასიათისა და ქცევების გამო არ სურთ", - განაცხადა ბრუსკოლოტიმ.

შეგახსენებთ, ოსიმენის
გამოსასყიდი თანხა 120-დან 130 მილიონ ევრომდე შეადგენს. ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ "პარი სენ ჟერმენთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა, თუმცა პარიზული კლუბი "პარტენოპეისგან" სატრანსფერო თანხის შემცირებას ითხოვს.

altსერიალი გრძელდება: "ნაპოლი" ოსიმენის გაყიდვას ვერ ახერხებს და გეგმა B-ზე გადადის

altარ დაადგა საშველი - Standard Football-მა ოსიმენის რეალური ფასი დაადგინა

altრომანო: "ნაპოლი" და "პარი სენ ჟერმენი" ვერ თანხმდებიან - ოსიმენი საუდის არაბეთში გადასვლას განიხილავს

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს რა ახირება, დავიჯერო ეს ლუკაკუს არ ჯობია? დატოვონ ერთი სეზონი.
გოგა
23:00 01-08-2024
2
იქნებ გვითხრა ვინ არიან ოსიმენზე უკეთესი ორი ფეხბურთელი.
ვა რა დონეა
22:10 01-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული