"გრანდებს ოსიმენის ყიდვა მისი ხასიათის გამო არ სურთ" -"ნაპოლის" ლეგენდამ ნიგერიელზე ისაუბრა

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო, რომ "ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებდა, თუმცა ნიგერიელის გამოსასყიდი თანხის გადახდას ჯერჯერობით არცერთი ევროპული კლუბი არ გეგმავს.

თავის მხრივ, "პარტენოპეიში" ოსიმენის სასწრაფოდ გასხვისება და მის ნაცვლად "ჩელსიდან" რომელუ ლუკაკუს ყიდვა სურთ.

"ნაპოლის" ლეგენდამ, ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ, Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ნიგერიელის შესახებ ისაუბრა.

"ოსიმენის სიტუაცია საყურადღებოა, თითქოს მისი წასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ყველაფერი ჩიხში შევიდა. როგორც მითხრეს, ევროპულ გრანდებს ვიქტორის ყიდვა მისი ხასიათისა და ქცევების გამო არ სურთ", - განაცხადა ბრუსკოლოტიმ.

შეგახსენებთ, ოსიმენის
გამოსასყიდი თანხა 120-დან 130 მილიონ ევრომდე შეადგენს. ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ "პარი სენ ჟერმენთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა, თუმცა პარიზული კლუბი "პარტენოპეისგან" სატრანსფერო თანხის შემცირებას ითხოვს.

altსერიალი გრძელდება: "ნაპოლი" ოსიმენის გაყიდვას ვერ ახერხებს და გეგმა B-ზე გადადის

altარ დაადგა საშველი - Standard Football-მა ოსიმენის რეალური ფასი დაადგინა

altრომანო: "ნაპოლი" და "პარი სენ ჟერმენი" ვერ თანხმდებიან - ოსიმენი საუდის არაბეთში გადასვლას განიხილავს

მკითხველის კომენტარები / 2 /
დააბრალეს ახლა ოსიმენს. ლაურენტისი იმხელა თანხას ითხოვს, იმ თანხით 3 და 4 ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება და რატომ იყიდიან ერთს? დაუკლოს თანხას და იყიდიან.
კირკიტა
13:06 01-08-2024
0
რა ცუდი ხასიათი ? ჩემი შენ გითხარიო ეგრე გამოდის D ეგ ბრუსკოლოტი თვითონ იყო ბოღმა და სკანდალური მოედანზე ყასაბი იყო და მოედნის გარეთ კი ბუნტისთავი ისეთი რომ 4 ჯერ ჩამოართვეს ნაპოლის კაპიტნობა ! მარადონასთანაც ქონდა კონფლიქტები როცა მარადონა გადავიდა ნაპოლიში და ნაკრებში არ იწვევდნენ იმიტომ რომ ნაკრების თითქმის ყველა წევრთან კონფლიქტი ჰქონდა
zura222
15:26 01-08-2024
0

სიახლეები პოპულარული