"ეს მამაკაცების მხრიდან ჩვეულებრივი ტაქტიკაა" - რა გააკეთა და რა დარტყმა მიაყენა იკარდიმ ნარას დაშორების შემდეგ

AutoSharing Option
Rio Negro-ს ინფორმაციით, გაშორების შემდეგ "გალათასარაის" ფორვარდმა მაურო იკარდიმ ყოფილ მეუღლესა და აგენტ ვანდა ნარას ფინანსური დარტყმა მიაყენა.

მან ყველა საკრედიტო ბარათი დაბლოკა, რომელიც მისი ყოფილი ცოლის სახელზე იყო. ინფორმაცია ნარას აგენტმა ანა როზენფელდმა დაადასტურა.

"არ ვიცი, საიდან მოვიდა თქვენამდე ეს ინფორმაცია, მაგრამ ეს სიმართლეა. მამაკაცები განქორწინების პროცესში მსგავს საქციელს ხშირად მიმართავენ.

50 წელი, რაც მე მაქვს გამოცდილება და საქმეებზე ვმუშაობ, მამაკაცები ან საკრედიტო ბარათებს ბლოკავენ, ან საერთო არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვაზე უარს აცხადებენ", - ამბობს ადვოკატი. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც
იკარდიმ ბარათები დაბლოკა, ნარა აშშ-ში შვილებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.

შეხსენებისთვის, ნარამ ფეხბურთელთან კიდევ ერთხელ განშორების შესახებ გასულ თვეს გვაუწყა.

"პირადი და ჯანმრთელობის მიზეზების გამო კიდევ ერთხელ ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. დაე, ყველამ ისაუბროს. დუმილი ბოლომდე შევინარჩუნე.

ვიცი, რომ ეს ძალიან რთული დასასრულია, რომელიც ძალიან ძვირად ფასობს. ტელევიზორსა და ინტერნეტში არის რაღაცები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ მე ამას ვღებულობ.

გადავწყვიტე, დამემთავრებინა, მაგრამ მე და მაურო მაინც ოჯახი ვიქნებით. არ იყო შეცდომა მეტის ცდა, როცა სიყვარული იყო. არაფერს ვნანობ... ეს წლები ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო, მაგრამ ახლა მარტო უნდა ვიყო.

არ არსებობს ბოროტმოქმედი ან მესამე მხარე. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის უფრო ძლიერი იყო, ვიდრე გარედან ჩანდა. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ჩემი შვილები იყვნენ და ახლა ეს ასე უფრო მეტად იქნება. გმადლობთ პატივისცემისთვის", - თქვა მაშინ ნარამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სპორტალში ვიღაც მაგრად მასტურბირებს ამ ვანდა ნარაზე.
odala
14:41 06-08-2024
3
დღეს დილიდან თვალი მითამაშებდა და ნაღდად რაღაც მეწყინებათქო და აჰა, არ ამისრულდა?
ვახო
15:11 06-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული