მას მხოლოდ "ნაპოლიში" თამაში სურს - "პარტენოპეი" გარემარბის დამატებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"ნაპოლი" "ბენფიკას" შემტევის, დავიდ ნერეშის დამატებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიელი ჟურნალისტი პედრო ალმეიდა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეიმ" "არწივებს" ნიდერლანდელი გარემარბის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, თუმცა "ბენფიკა" 30 მილიონ ევრომდე ითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, ნერეშის დამატებით პსვ-ც ინტერესდება, მაგრამ 27 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ნაპოლიში" სურს. მოსალოდნელია, რომ "პარტენოპეი" დავიდის სანაცვლოდ მეორე წინადადებას მალე გააკეთებს.

შეგახსენებთ, ნერეშმა გასულ სეზონში "ბენფიკას" მაისურით ყველა ტურნირზე 83 მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 26 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კვარამ გინესის რეკორდების წიგნში შესვლა უნდა მოითხოვოს. 110 მილიონად გუნდი ფეხბურთელს არ ყიდის და ხელფასს აძლევს 1 მილიონს... ასეთი ფაქტი მეორე არ იქნება მსოფლიოში )))) მომატებაზეც 3 მილიონს იმეტებს... 110 მილიონიან ფეხბურთელების ლისტი უნდა დაუდოს ჯუღელმა მაგ ღირებულების ფეხბურთელებს ხელფასები რამდენია კარგად ნახოს...
რონი
21:13 07-08-2024
1
როგორც წინა სატრანსფერო პერიოდში უაზროდ დახარჯა აურელიომ ფული, ახლაც იგივეს აკეთებს. შეხედეთ ამის სახეს. ეს რისი მომგებია?
რეალობა
15:21 07-08-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული