პეპემ 41 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
41 წლის პორტუგალიელმა მცველმა პეპემ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

პეპეს ბოლო კლუბი "პორტუ" იყო, სადაც 2019 წელს დაბრუნდა. ის აგრეთვე "მარიტიმუში", "რეალსა" და "ბეშიქთაშში" თამაშობდა.

ის ოთხჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, ხუთჯერ მოიგო თასი, სამჯერ კი სუპერთასი. "რეალის" შემადგენლობაში სამჯერ გახდა ლა ლიგის, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ორ-ორჯერ მოიგო ესპანეთის თასი და სუპერთასი, ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

პეპემ პორტუგალიის ნაკრებში 141 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის რიგებში 2016 წელს ევროპის ჩემპიონი, 2018/2019-ის სეზონში კი ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული