"ჩემი შვილის მამა ნეიმარია" - უნგრელი მოდელის მტკიცება, ყველაფერს ნათელი მალე მოეფინება

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, უნგრელი ყოფილი მოდელი გაბრიელა გასპარი ამტკიცებს, რომ მისი 10 წლის გოგონას ჟასმინ ზოის მამა ნეიმარია.

გასპარმა დნმ ტესტის ჩატარება მოითხოვა, რათა თავის სიმართლე დაამტკიცოს და ამბობს, რომ ფეხბურთელთან რომანი 2013 წელს ჰქონდა.

ეს ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც ბრაზილიელს ყოფილ მეგობარ გოგონა ბრუნა ბიანკარდისთან ქალიშვილი შეეძინა, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალევე ფეხბურთელის ღალატის გამო გაშორდა.

ახლა ყოფილმა მოდელმა საქმე სასამართლოში შეიტანა, რათა დაამტკიცოს, რომ ნეიმარი მისი ქალიშვილის მამაა. "სელესაოს" შემტევმა უკვე მიაწოდა თავისი გენეტიკური მასალა ბრაზილიაში, ბელო ჰორიზონტეში,
ხოლო გასპარის ქალიშვილის გენეტიკური მასალა უნგრეთიდან გაიგზავნება შესამოწმებლად.

გასპარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მას ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ. გავრცელებული ინფორმაციით, უნგრელი გოგონა ამტკიცებს, რომ მან ნეიმარი 2013 წლის აპრილში ბოლივიაში გაიცნო , როდესაც ის საერთაშორისო მოვალეობას ასრულებდა და ეს ფეხბურთელის "ბარსელონაში" ტრანსფერამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეიმართან ტ----იც ალბათ საერთაშორისო მოვალეობაში შედიოდა.დდდდ ორბანი რას ამბობს ორბანი?დდდ
სოსო
14:21 11-08-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული