"ნაპოლი" მარიო რუის იჯარით გაუშვებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ვეტერანი მცველი მარიო რუი პორტუგალიაში დაბრუნებას არ აპირებს და დიდი ალბათობით კარიერას თურქეთში გააგრძელებს.

Il Mattino-ს ცნობით, მარიო რუიმ ესპანურ "ვალიადოლიდში" გადასვლა არ ისურვა, რადგან "გალათასარაის" შეთავაზებამ უფრო მოხიბლა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მარიო რუის ნეაპოლური კლუბი იჯარით გაუშვებს და ხელფასის ნაწილს გადაუხდის. მისი ამჟამინდელი სეზონური გასამრჯელო 2 მილიონ ევროზე მეტია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული