"ნაპოლის" ნახევარმცველის პრემიერლიგაში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველის იენს კაიუსტეს პრემიერლიგაში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბრენტფორდი" და "ნაპოლი" პირობებზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელმა კი ინგლისს მიაშურა, სადაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაეარა და "ფუტკრებთან" კონტრაქტი გაეფორმებინა.

რომანოს ინფორმაციით, "პარტენოპეიმ" პირობების გადახედვა მოითხოვა, რის გამოც შვედი ნახევარმცველი შესაძლოა, მალე ნეაპოლში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, კაიუსტე "ნაპოლის" გასულ წელს, "რენიდან" შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საერთოდ როგორ დათანხმდა კონტე მანდ მუშაობას, ეგ მიკვირს.
გიორგი
14:36 14-08-2024
0
Რა ჯანდაბა ჭირს ამ გათახსირებულს, ჯერ რა ტრასფერებს ახორციელებს, მერე რა უაზრო ფასებს ადებს ფეხბურთელებს, ბოლო მომენტში პირობებს ცვლის და ა. Შ. Ლაურენტესი ღუპავს ფეხბურთელებს. Ყველა წამყვანი ფეხბურთელი გაქცევაზეა... Ძალიან გაუჭირდება კონტეს მაგასთან მუშაობა.ამაზრზენი ტიპია.
Დათო
15:02 13-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული