ანჩელოტი: მატჩი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ მოვიგეთ

AutoSharing Option
ლა ლიგის პირველ ტურში "რეალი" "მალიორკას" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვერის შემდეგ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელის თქმით, "რეალმა" მეტოქის დამარცხება ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ მოახერხა.

"თამაში კარგად დავიწყეთ, გოლის გატანაც მოვახერხეთ და ანგარიშის გაზრდის შანსიც გვქონდა. მეორე ტაიმში ბალანსი დაგვაკლდა, ძალიან ბევრს ვუტევდით და ასეთ დროს ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია.

ნამდვილად უკმაყოფილო ვარ, უკეთ თამაში შეგვეძლო, თუმცა ამ მატჩმა უამრავი რამ გვასწავლა.

გაერთიანება გვჭირდება, ვფიქრობ, მატჩი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო უფრო ვერ მოვიგეთ, ვიდრე ფიზიკური პრობლემების გამო",
- განაცხადა ანჩელოტიმ.

altანჩელოტი სამწვრთნელო საქმიანობას მალე დაემშვიდობება? - იტალიელმა თავის მომავალზე ისაუბრა

alt"აღარავის შევიძენთ და ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ" - ანჩელოტიმ "რეალის" მომდევნო სეზონის გეგმებზე ისაუბრა

alt"რეალი" აღარავის დაიმატებს - ანჩელოტიმ ზაფხულში ტრანსფერები გამორიცხა

მკითხველის კომენტარები / 4 /
სრულიად კანონზომიერი ფრე იყო. ის კი არა ბოლოს რეალი გადაურჩა წაგებას. ვიღაც იძახდა რეალი სხვასაც ათამაშებს და მერე მაინც უგებსო.
დავით 67
16:19 19-08-2024
2
არაა კარგი ბევრი ვარსკვლავის შეკრება ერთ გუნდში, ეს პსჟ-მაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
ჟორა გაბრიჭიძე
19:07 19-08-2024
0

სიახლეები პოპულარული