რომანო: გიუნდოგანი "ბარსელონას" დატოვებს, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის დაბრუნება სურს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კლუბს შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანამ" ფეხბურთელს აცნობა, რომ გუნდში მისი ადგილი აღარ არის, შესაბამისად, ილქაის ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

რომანოს ინფორმაციით, გიუნდოგანის აგენტს "მანჩესტერ სიტი" დაუკავშირდა, "ქალაქელები" მზად არიან 33 წლის ნახევარმცველი დაიბრუნონ.

გიუნდოგანის დამატებით არაბული კლუბებიც ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, ილქაი "ბარსელონას" გასულ ზაფხულს შეუერთდა, გერმანიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა "ლურ-ბროწეულისფერთა" მაისურით 36 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვააა! ეს ბარსა რა თარსი გუნდია? მთელი "ტაშ-ფანდურებით" მოყავთ ფეხბურთელები და ცოტა ხანში მერე უშვებენ. ეს უკვე დანერგილი ტრადიციაა თუ რაშია საქმე?
გიგა
17:01 20-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული