"ოსიმენს მხოლოდ ამ პირობით გავყიდით... რა მოხდება თუ ის ჩვენთან დარჩება?" - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ნიგერიელზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ნიგერიელს "პარტენოპეის" დატოვება სურს, კლუბის გადაწყვეტილებით კი ვიქტორი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს მისი მოედანზე გამოყენების უფლება არ ეძლევა.

"პარტენოპეი" ოსიმენის სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხის, 130 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს, რასაც ნიგერიელის მსურველი კლუბები არ თანხმდებიან.

მანას თქმით, ისინი საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ოსიმენს მხოლოდ მოთხოვნილი თანხის სანაცვლოდ დათმობენ.

"კონტემ "ვერონასთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ოსიმენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია,
ამიტომ მის იაფად გაყიდვას არ ვაპირებთ. ნიგერიელის აგენტსა და მის გარემოცვას ჰგონიათ, რომ ვიქტორის გაყიდვას ნაკლებ ფასად დავთანხმდებით, ამიტომ კარგი იქნება, თუ ისინი სიტუაციას მალე გაიაზრებენ. ოსიმენს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავყიდით, თუ მისი მსურველი კლუბები ჩვენ მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდიან.

არსებობს თუ არა შანსი რომ ოსიმენი "ნაპოლიში" დარჩეს? თუ 30 აგვისტომდე მისი გაყიდვა ვერ მოხერხდება, იგი გუნდის მთავარ მწვრთნელს შეხვდება. შეგახსენებთ, ვიქტორს "ნაპოლისთან" ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს", - განაცხადა მანამ.

ცნობისთვის, ოსიმენის შეძენით "პარი სენ ჟერმენი" და ლონდონის "ჩელსი" ინტერესდებიან.

altოსიმენი გამოირიცხა? - პსჟ-მა 50 მილიონად ფორვარდი დაიმატა

altკონტემ ოსიმენის შესახებ გააკეთა კომენტარი

altოსიმენის საგა სრულდება? - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ლონდონში გაემგზავრა და შეთავაზებაც გააკეთა
 

მკითხველის კომენტარები / 9 /
მოკლედ აშკარად ჩანს, რომ წელს ნაპოლი ვერც 130 და ვერც 100 მილიონად ვიქტორს ვერ გაყიდის! ამიტომ დროა კონტემ ლუკაკუს ნაპოლიში გადმოყვანაზე ოცნებას თავი დაანებოს და ოსიმენი დროზე გუნდში დააბრუნოს და კიდევ სასწრაფოდ ერთი კარგი ცენტრალური მცველი და ზელენსკის შემცვლელი მოიყვანონ, თორემ ნაპოლის კატასტროფა გარდაუვალია...
მარადონა
19:20 22-08-2024
0
არ გაყიდით და ნუ გაყიდით! ძალიანაც კარგი, უხადეთ ყოველწლიურად 10 მილიონი ევრო...ჩვენთვის მთავარი ხვიჩაა , როგორმე უნდა დააღწიოს თავი თახსირ ლაურენტესს და უვარგის ნაპოლის...შეიძლება ვცდები, მაგრამ ნაპოლისთან კონტრაქტის გაგრძელება სისულელე იქნება და ნუ დაიწყებთ ახლა "კიდევ ერთი წელი კონტეს ხელში მაგრად წაადგება მომავლისთვის"... რა კონტე,
რის კონტე, კონტეს გეგმები სტადიონზე ვინ უნდა განახორციელოს,
ანგისა-სიმეონე-პოლიტანო-რასპადორი-ოლივეირამ და მისთანებმა? ჯერ ერთი, სპორტსმენის კარიერა ხანმოკლეა და არაფრისმომცემი ერთი წელი სერიოზული მოცდენაა, მეორეც, სად არის გარანტია, რომ ხვიჩა სერიოზულ ტრავმას არ მიიღებს? ვერ ვნახეთ რა ხდება? პირდაპირ ნადირობენ მასზე...ცოტა მაგალითი გვაქვს თუნდაც ქართველი ფეხბურთელების? მოკლედ, ხვიჩა, ძამი, თავს უშველე... წარმატებები, სადაც არ უნდა იყო და ითამაშო, აი, საქართველოს ნაკრებში კი მხოლოდ გამარჯვებას მივიღებთ...
ბესო
10:06 21-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული