"გეტყვით, რატომ არ აქტიურობენ კლუბები" - იტალიელმა ჟურნალისტმა ოსიმენზე ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბელინაცომ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კლუბებს, რომლებსაც ნიგერიელის შეძენა სურთ, დრო გაყავთ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ "ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ფეხბურთელის ფასს შეამცირებს.

"კლუბებს, რომლებსაც ოსიმენის ყიდვა სურთ, დრო გაყავთ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ "ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ფეხბურთელის ფასს შეამცირებს და "პარტენოპეი" მას აუცილებლად გაასხვისებს.

სიტუაცია მარტივი არ არის, მართალია, "ჩელსი" ოსიმენის დამატებით ინტერესდება, თუმცა ამ მომენტში მათი შემადგენლობა დაუბალანსებელია", - განაცხადა ბელინაცომ.

შეგახსენებთ, ნიგერიელი ამ მომენტში ძირითადი
გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.

altმძიმე მოლაპარაკებები ლონდონში. ლუკაკუს საკითხი წყდება - ოსიმენის?

altოსიმენი გამოირიცხა? - პსჟ-მა 50 მილიონად ფორვარდი დაიმატა

altოსიმენის საგა სრულდება? - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ლონდონში გაემგზავრა და შეთავაზებაც გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარია!
0
როგორ უნდა გაყიდო ძროხა, რომელიც არ გჭირდება?
აი ასე:
- იყიდეთ, რა,თორემ მე არ მჭირდება.
- აქ ვინ იყიდის? აქ ყველა იცნობს.
თუ ასე:
- არ იყიდება. მე თვითონ მჭირდება.
რეალობა
14:56 23-08-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული