ოსიმენმა "ჩელსის" შეთავაზება იუარა - ვიქტორს თამაში მხოლოდ ამ კლუბში სურს

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა "ჩელსის" წინადადება იუარა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნიგერიელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ "პარი სენ ჟერმენში" სურს და წინადადებას პარიზელებისგან ელოდება.

გარდა ამისა, "ლურჯებს" ოსიმენის დამატება იჯარის წესით სურდა, რაზეც ვიქტორმა კატეგორიული უარი განაცხადა.

"პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" რამდენიმე კვირის წინ ოსიმენის სანაცვლოდ, 84 მილიონი ევრო შესთავაზა, "პარტენოპეიმ" კი შეთავაზება დაბლოკა.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა პარიზული კლუბი ნიგერიელისთვის ახალი წინადადების გაკეთებას.

შეგახსენებთ, ოსიმენი ძირითადი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.

alt"ოსიმენი ნობათი კი არაა, საფოსტო

გზავნილივით გააგზავნონ" - ვიქტორი და მისი აგენტი გაჯიუტდნენ

alt"ნაპოლი" და "ალ აჰლი" ოსიმენის ტრანსფერზე შეთანხმდნენ - ფაბრიციო რომანო ნიგერიელზე წერს

alt"ოსიმენი კომფორტის ზონაშია, მაგრამ კვარას ამას როგორ აუხსნიან?" - იტალიელი ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს კაცი ჩიტია.
აჩი
02:20 28-08-2024
0
აუუფ მოხარშული წაბლი არ სურს ?? ეს სულ მთლად დაქლიავდა უსაქმობით ? ამის მდგომარეობაში კიდევ პირობებსაც რომ აყენებს D ასე მეც მსურს მაიამიში თამაში მესისთან DD
zura222
15:53 27-08-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული