"ბარსელონას" ჯონათან ტას დამატება სურს

AutoSharing Option
"ბარსელონას" "ლევერკუზენის" ცენტრალური მცველის, ჯონათან ტას დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელები კრისტენსენისა და არაუხოს ტრავმის გამო მისი შემცვლელის ძებნას შეუდგნენ.

ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ ტას "ლევერკუზენთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება და თუ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ, გერმანული კლუბი ცენტრალურ მცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გაასხვისებს.

გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბარსელონასა" და ტას შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული