"რეალი" "ლას პალმასთან" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მესამე ტურში "რეალი" "ლას პალმასს" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე ალბერტო მოლეირომ გახსნა. მადრიდელები გააქტიურდნენ, თუმცა პირველ ნახევარში ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმი კვლავ "ბლანკოსის" უპირატესობით წარიმართა და 69-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა.

მადრიდის "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მესამე ადგილს იკავებს. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 1-ელ სექტემბერს, "ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს.

"ლას პალმასი" 2 ქულით მე-16 ადგილზეა. ლუის დელგადოს გაწვრთნილი გუნდი 1-ელ სექტემბერს "ალავესს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული