მაკტომინეი ნეაპოლშია - ახალ კლუბში შოტლანდიელის ანაზღაურება ცნობილია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს, შოტლანდიელი გუშინ ნეაპოლში ჩაფრინდა და "პარტენოპეი" მის ტრანსფერს უახლოეს საათებში დაადასტურებს.

"ნაპოლი" "წითელ ეშმაკებს" 30 მილიონ ევროს გადაუხდის, მაკტომინეი კი ხელფასის სახით ყოველწლიურად 3 მილიონ ევროს მიიღებს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სკოტი "პარმას" წინააღმდეგ მატჩში ანტონიო კონტეს განკარგულებაში იქნება.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "პარმას" შეხვედრა ხვალ, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელიას "ნაპოლის" მნიშვნელოვანი გაძლიერება - მაკტომინეის "პარტენოპეიში" ოფიციალურად გადაბარგება დროის ამბავია

altსკოტ მაკტომინეი: ქართველი ფეხბურთელები ჩვილი ბავშვებივით ტიროდნენ

მკითხველის კომენტარები / 13 /
კონტეს ტრანსფერები არც ისე ცუდი გამოვიდა: ლუკაკუ, ნერეში, ბონჯორნო, მაკტომინაი, სპინაცოლა.
dato
12:59 30-08-2024
0
ძველის რა გითხრა, იმიტომ, რომ გაგებაში არა ხარ ფეხბურთის და გეტყვი ვინაა მაკტომინეი: ესაა ის, ვინც შოტლანდია ჯგუფში 1 ადგილზე გაიყვანა და ესპანეთი მოიტოვა უკან, ეს ისაა, ვინც შარშან იუნაიტედს ბოლომდე ქაჩავდა და თუ რამეს მიაღწია და რამე შედეგი დადო,ამ კაცის დამსახურებაა. შენ ძველი გულშემატკივარი კი არა, უბრალოდ კლავიატურის გენიოსი ხარ. დაანებე თავი ფეხბურთს და დომინოზე ან დამკაზე გადადი. თუ რაიმეს წარმოადგენს დღეს შოტლანდია, ეს მაკტომინეია.
შენი სიძველე არ გაიშვა
15:21 30-08-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული