მაკტომინეი ნეაპოლშია - ახალ კლუბში შოტლანდიელის ანაზღაურება ცნობილია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს, შოტლანდიელი გუშინ ნეაპოლში ჩაფრინდა და "პარტენოპეი" მის ტრანსფერს უახლოეს საათებში დაადასტურებს.

"ნაპოლი" "წითელ ეშმაკებს" 30 მილიონ ევროს გადაუხდის, მაკტომინეი კი ხელფასის სახით ყოველწლიურად 3 მილიონ ევროს მიიღებს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სკოტი "პარმას" წინააღმდეგ მატჩში ანტონიო კონტეს განკარგულებაში იქნება.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "პარმას" შეხვედრა ხვალ, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელიას "ნაპოლის" მნიშვნელოვანი გაძლიერება - მაკტომინეის "პარტენოპეიში" ოფიციალურად გადაბარგება დროის ამბავია

altსკოტ მაკტომინეი: ქართველი ფეხბურთელები ჩვილი ბავშვებივით ტიროდნენ

მკითხველის კომენტარები / 9 /
კონტეს ტრანსფერები არც ისე ცუდი გამოვიდა: ლუკაკუ, ნერეში, ბონჯორნო, მაკტომინაი, სპინაცოლა.
dato
12:59 30-08-2024
0
ლუკაკუ რამდენად გამოდგება, არ ვიცი - ხან გლეჯს ყველაფერს მოედანზე, ხან კუნძივითაა. მაკტომინეი ყველა შოტლანდიელივით კბილებით იბრძოლებს, ტექნიკა არ აკლია, ასე, რომ ძალიან კარგი შენაძენია
ზურა
14:42 30-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული