ზაჰა მიქაუტაძის თანაგუნდელი გახდება - "გალათასარაი" და "ლიონი" შეთანხმდნენ

AutoSharing Option
"გალათასარაის" შემტევი ვილფრიდ ზაჰა იჯარის წესით კარიერას "ლიონში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კოტდიუვარელი ლიონში დღეს ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"ლიონი" იჯარის თანხას არ გადაიხდის, თუმცა ფეხბურთელის ხელფასს (კვირაში 130 000 ევრო) სწორედ ფრანგული კლუბი დაფარავს.

ზაჰას გადაბირება პრემიერლიგის კლუბებს: "ლესტერსა" და "კრისტალ პალასსაც" სურდათ, თუმცა "გალასთან" შეთანხმება ვერ შედგა.

altვილფრიდ ზაჰა: ვინც ჩემს ოჯახს სიკვდილს უსურვებდა, მეც საუკეთესოს ვუსურვებ

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამი დღის წინ იწერებოდა ლიონმა ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენაო და თუ ვერ გაყიდის 7-8 კაცს ცუდ დღეში აღმოჩნდებაო.დღეს კი ახალ ფეხბურთელს იმატებსო....სადაა სიმართლე???
Master
16:39 30-08-2024
1
ესეც თუ ფორვარდია, უხეხია ჟორჟიკას სკამი და ეგაა.
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული