"კარგი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა... ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ..." - რა თქვა კონტემ "პარმასთან" შეხვედრის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლიმ" "პარმა" დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩემმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა, ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ ნახევარდაცვაში დაბრუნებულიყვნენ და შეტევები გაეგრძელებინათ.  მეტოქე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, რომლებმაც ზეწოლის ქვეშ თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს. 

მიუხედავად გამარჯვებისა, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეგვეძლო. ვიცით, რომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. 

დღეს სათადარიგოთა სკამზე ნახევარმცველები არ მყავდა, სწორედ ამიტომ ანგისას და ლობოტკას შეცვლა ვერ შევძელი. ვლოცულობდი, რომ მათ ტრავმები არ
მიეღოთ, ან მსაჯს მოედნიდან არ გაეძევებინა. 

ძლიერი ფეხბურთელები შევიძინეთ, ვეცადეთ პრობლემური პოზიციები მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა და კლუბის მუშაობით კმაყოფილი ვარ. კარგი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა, რადგან ამ შემთხვევაში უფრო გავძლიერდებოდით", - განაცხადა კონტემ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ოსიმენი რომ ყოფილიყო ნაპოლი იოლად მოიგებდა.
ასე მგონია
22:57 01-09-2024
0
პარმა,მიუხედავად იმისა,რომ ახლა დაბრუნდა სერია ა-ში,კარგი გუნდია და ვინც იფიქრებს,რომ ამათ რა შეუძლიათო,სასტიკად შეცდება.არ ვიცი შემადგენლობის სიღრმე როგორი აქვთ,მაგრამ თუ თუნდაც 6-7 კაცი კიდევ ჰყავთ,ძირითადთან მიახლოებული დონის,მათ სეზონის ბოლოს,გავარდნა არ დაემუქრებათ და სულ ცოტა,ათეულზეც იბრძოლებენ.რაც შეეხება ნაპოლის,გილმორის და მაკ ტომინეის დამატებით,მათი ნახევარდაცვა,გაცილებით უფრო ბრძოლისუნარიანი და მობილური გახდება.ლუკაკუს მოსვლით კი,გუნდს ის მახვილი დაუბრუნდა,ოსიმენის არყოფნით მთლად დაბლაგვებული რომ ჰქონდა.ამ გუნდს,ნამდვილად შეუძლია,ჩემპიონთა ლიგის ზონისათვის წარმატებით იბრძოლოს.თუ რა თქმა უნდა დე ლაურენტისმა,კვლავ ყველაფერი არ დაანგრია.რა თქმა უნდა არ მსურს,ხვიჩა ამ კლუბში დარჩეს,მაგრამ თავისი გადასაწყვეტია,ოსიმენის მსგავსად,ესეც გაიწევს თუ არა,წასასვლელად.კონტრაქტის გაგრძელება,ჩემი აზრით,დანებების ნიშანი იქნება,თუმცა კონტრაქტსაც გააჩნია,როგორი იქნება.ნიუანსებს,ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ,თუმცა ჯუღელის იმედი ნაკლებად მაქვს,იტალიელ ზვიგენებს,ამისთანა გამოუცდელი ჭიჭყინა თევზი,სასაცილოდ არ ჰყოფნით და საკუთარ ნებაზე ათამაშებენ.
სოსო
18:22 01-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული