მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა დღეს, 2 სექტემბერს იხურება. შესაბამისად, თუ დღეს ნიგერიელი არ გაიყიდება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე "პარტენოპეის" საკუთრება იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს.
წყაროს ცნობით, "ალ აჰლიმ" "პარტენოპეის" შემტევის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო შესთავაზა და მოლაპარაკებები ჩიხში სწორედ ამის გამო შევიდა.
შეგახსენებთ, ოსიმენი პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.
ოფიციალურად: ტოუნი "ალ-აჰლის" ფეხბურთელი გახდა და ოსიმენის ტრანსფერი თითქმის გამოირიცხა
https://youtu.be/Bt0O-Q_-tAg?si=3N4sNzFFuKusJXod