მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჩემმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა, ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ ნახევარდაცვაში დაბრუნებულიყვნენ და შეტევები გაეგრძელებინათ. მეტოქე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, რომლებმაც ზეწოლის ქვეშ თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს.
მიუხედავად გამარჯვებისა, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეგვეძლო. ვიცით, რომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.
დღეს სათადარიგოთა სკამზე ნახევარმცველები არ მყავდა, სწორედ ამიტომ ანგისას და ლობოტკას შეცვლა ვერ შევძელი. ვლოცულობდი, რომ მათ ტრავმები არ
ძლიერი ფეხბურთელები შევიძინეთ, ვეცადეთ პრობლემური პოზიციები მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა და კლუბის მუშაობით კმაყოფილი ვარ. კარგი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა, რადგან ამ შემთხვევაში უფრო გავძლიერდებოდით", - განაცხადა კონტემ.