დე ლაურენტისს იმედი აქვს, რომ ოსიმენი დღეს გაიყიდება - "ნაპოლის" პრეზიდენტმა ნიგერიელის ფასი დაასახელა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენის გასხვისების იმედს არ კარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა დღეს, 2 სექტემბერს იხურება. შესაბამისად, თუ დღეს ნიგერიელი არ გაიყიდება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე "პარტენოპეის" საკუთრება იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს.

წყაროს ცნობით, "ალ აჰლიმ" "პარტენოპეის" შემტევის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო შესთავაზა და მოლაპარაკებები ჩიხში სწორედ ამის გამო შევიდა.

შეგახსენებთ, ოსიმენი პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.

alt"კარგი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა...

ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ..." - რა თქვა კონტემ "პარმასთან" შეხვედრის შემდეგ

altოფიციალურად: ტოუნი "ალ-აჰლის" ფეხბურთელი გახდა და ოსიმენის ტრანსფერი თითქმის გამოირიცხა

altყველაფერი ოფიციალურად დასრულდა - "ნაპოლიმ" ოსიმენი და კიდევ ერთი ფეხბურთელი სერია A-ს განაცხადიდან ამოაგდო

მკითხველის კომენტარები / 8 /
ალ აჰლიმ უკვე იყიდა თავდამსხმელი გაცილებით იაფად უკვე. ვერ წარმომიდგენია ერთ დღეში რა უნდა მოესწროს ან 80 მილიონად რატომ იყიდის ვინმე, როცა შემდეგ ზამთარს ან ზაფხულს უფრო იაფადაც შეიძლება უთამაშებელი თავდამსხმელის ყიდვა?
ზაქარია
13:28 02-09-2024
1
კონტეს რეაქციები ბოლონიასთან. საინტერესო ვიდეო
https://youtu.be/Bt0O-Q_-tAg?si=3N4sNzFFuKusJXod
Aurelio
13:35 02-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული