სტამბოლში საგიჟეთია - ოსიმენის შესახვედრად აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი მივიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაიში" იჯარით გამოსყიდვის უფლების გარეშე გადადის, იქამდე კი "ნაპოლისთან" 2026 წლამდე მოქმედ კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს, რათა გაისად ნეაპოლური კლუბისთვის გასაყიდად მისი ფასი არ დაეცეს. ასეთ შემთხვევაში "კლაუსულა" 130 მილიონი ევროდან 80 მილიონამდე შემცირდება.

საიჯარო ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტი იქნება შეტანილი, რომლის მიხედვით, თუ ოსიმენი ზამთარში რომელიმე სხვა კლუბისგან კარგ შეთავაზებას მიიღებს, "გალათასარაის" გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ დატოვება შეეძლება.

Sportall.Ge

"გალათასარაის" გულშემატკივრები ოსიმენის გადაბირებამ ჭკუიდან გადაიყვანა. ტელევიზიით გამოსვლისას ჟურნალიტმა რასიმ ოზანმა სახეზე ნიღაბი გაიკეთა, ასე მიესალმა ფანებს და მიულოცა ნიგერიელის დამატება.

ოსიმენი დღეს ჩაფრინდება სტამბოლში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. აეროპორტში მის შესახვედრად ათასობით გულშემატკივარია შეკრებილი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
რა სისულელე გააკეთეს ერთი შეხედვით, ოსიმენის დონის ფორვარდის გაშვება იქნებოდა? ნაპოლის თუ ამბიცია აქვს სწორედ ასეთი კლასის ფორვარდები არის საჭირო! თან წავიდა სად გალათასარაიში!?
რერო
10:41 03-09-2024
3
რა გნიასია კომენტარებში ოსიმენის კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით? საუკეთესო გამოსავალი იყო ყველასთვის....
ნაპოლი არც დაკარგავს და არც ხარჯად დააწვება და არც "გააფუჭებს" უსაქმურობით თავის ძვირიან აქტივს
ოსიმენი თავის მხრივ აიღებს ძალიან კარგ ანაზღაურებას, ითამაშებს საგიჟეთში გულშემატკივრობის მხრივ, ითამაშებს ევროტურნირებზე, ითამაშებს უყოყმანოდ სასტარტოში, თავისუფლად შეეძლება გაისად რომელიმე გრანდში გადასვლა...
ადამიანს როცა გუნდიდან წასვლა უნფა ისტერიულად, გუნდი ხვეწნას ვერ დაუწყებს ვინც არ უნდა იყოს, კონტემ და ნაპოლიმ არჩევანი გააკეთეს ალტერნატივაზე და მხოლოდ იმის გამო რო გაჩუქება არ უნდოდათ, არ შეიძლებოდა მისი განაცხადში დატოვება. გუნდში აირევა ასე სიტუაცია, არ უნდოდა კაცს და შ...ით თუ გინდა...
ასე კიდე ყველა ბედნიერია... ასე კიდე ნაჩქარევად და იაფად თუნდაც ჩელსიში გადასვლა იქნებოდა სიგიჟე, ხან ითამაშებდა ხან არა, არეულ გუნდში და ევროტურნირების გარეშე...
რა მაფიაა?
14:30 03-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული