ლუის სუარესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა - 2026-ის მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა, კრიშტიანო რონალდოც არ იყოს

AutoSharing Option
37 წლის ასაკში მაიამის "ინტერის" ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გვამცნო, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს.

ის ბოლოჯერ თავისი ქვეყნის ღირსებას 7 სექტემბერს დაიცავს, როდესაც ურუგვაის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში პარაგვაის უმასპინძლებს.

სუარესი ეროვნული გუნდის ღირსებას 2007 წლიდან იცავდა და ამ დროიდან მოყოლებული, ჩატარებულ 142 შეხვედრაში თავი 69 გოლით გამოიჩინა.

უკვე გაირკვა, რომ სუარესის სახით მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს დიდი ვარსკვლავი დააკლდება, მაგრამ გუშინ მასზე უფრო სახელოვანმა კრიშტიანო რონალდომაც განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა 2026-ში
მუნდიალზე.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სუა! უმაგრესი 9-იანი ხარ! რამდენჯერაც შენ შეგხედავ, იმდენჯერ ვაგინებ კუმანს ბარსადან შენი გაშვებისთვის! ჯერ როგორი "საზიზღარი დამამცირებელი ფორმით" გეპყრობოდა, საერთო ვარჯიშებზეც კი არ გიშვებდა, რო ბიჭებთან ერთად გევარჯიშა, პირიქით პატარა ბავშვივით ცალკე ვარჯიშობდი, ამის დავიწყება როგორ შეძლება? სირცხვილი და შავი ლაქა ბარსას, რომელსაც ვერსოდეს ჩამოირეცხავს!
ასეა!
12:44 03-09-2024
1
სანამ რამეს დაწერთ გადაამოწმეთ ხოლმე - 20/21 სეზონი ატლეტიკო პირველი ადგილი,სუარესი 21 გოლი
დავით 67-ს
21:02 03-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული