"თუ ესპანეთში რასიზმი არ დამარცხდება, 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი აქ არ უნდა ჩატარდეს" - ვინისიუს ჟუნიორი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა Marca-სთან ინტერვიუში რასიზმის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ესპანეთში რასიზმის პრობლემა 2030 წლამდე ვერ მოგვარდება, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილი უნდა შეიცვალოს.

"რასიზმის დასამარცხებლად 2030 წლამდე დიდი დრო გვაქვს. იმედი მაქვს, ესპანეთი ამ მხრივ განვითარდება და ზოგიერთი ადამიანი მიხვდება, რამდენად მიუღებელია, როდესაც ადამიანს კანის ფერის გამო შეურაცხყოფას აყენებ. ვფიქრობ, თუ მომდევნო 6 წელიწადში მდგომარეობა არ გამოსწორდება, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილი უნდა შეიცვალოს.

მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ სიტუაცია შეიცვალოს. ესპანეთში ბევრი რასისტი არ ცხოვრობს, საუბარი პატარა
ჯგუფზე მაქვს, რომლებიც ადამიანებს კანის ფერის გამო შეურაცხყოფენ, ისინი კი უარყოფით გავლენას ახდენენ ქვეყნის იმიჯზე, სადაც ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა".

შეგახსენებთ, 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში - ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაიმართება.

altჯერ "ოქროს ბურთი", მერე შესაძლოა საუდის არაბეთი - ვინისიუსი ამ ზაფხულს არსად წასვლას არ აპირებს

altგაგიჟდნენ და გადაირივნენ - 1 მილიარდი ვინისიუსის გამოსასყიდად!

altვინისიუსი: მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტებს სტადიონიდან პირდაპირ ციხეებში გადაიყვანენ

მკითხველის კომენტარები / 27 /
იმედი მაქვს, ესპანეთი განვითარდება და გააგდებს ვინისიუსს ესპანეთიდან.
Ronaldinho Gaúcho
15:49 04-09-2024
1
მაგ პრინციპით, ვინისიუსი სასწრაფოდ უნდა აბარგდეს ესპანეთიდან და როცა სიტუაცია გამოსწორდება 2030 იქნება თუ 2050, მერეღა ჩამობრძანდეს რეალში, რადგან საკუთარი გამოხდომებითა და პიროვნული უღირსებით მხოლოდ რასიზმის გაღვივებას უწყობს ხელს...
დდდ
17:14 04-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული