"ფლუმინენსეს" სტადიონი მარსელოს საპატივცემულოდ სახელს შეიცვლის

AutoSharing Option
ბრაზილიური "ფლუმინენსეს" სტადიონი დღეს სახელს ოფიციალურად შეიცვლის და კლუბის მცველის, მარსელოს საპატივცემულოდ Marcelo Vieira Stadium-ი დაერქმევა.

მარსელო ამ გუნდის აღზრდილია, საიდანაც მადრიდის "რეალს" მიაშურა და იქ 15 წელი დაჰყო, მერე კი ერთი სეზონი პირეოსის "ოლიმპიაკოსში" ბურთაობდა, რის შემდეგაც მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

მიმდინარე სეზონში მან "ფლუმინენსეს" ფორმა 31 შეხვედრაში მოირგო, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაუფასა გუნდმა ერთგულება,არ მახსენდება მოქმედი ფეხბურთელის სახელი მიენიჭებინათ სტადიონისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი ფეხბურთის ისტორიაში
მამუკა
06:53 06-09-2024
1
ფლუმინენსეს სტადიონი მარაკანა არ არის???
sandrex
14:40 05-09-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული