48 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ბრუნო ლაჟე "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაუბრუნდა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან გუნდიდან დათხოვნილი როჯერ შმიტდი შეცვალა.
ლაჟე ლისაბონელებს 2019/20 წლების სეზონში უკვე ავარჯიშებდა, რა პერიოდშიც პორტუგალიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
გამოცდილი მენეჯერი ბოლოს ბრაზილიურ "ბოტაფოგოს" ედგა სათავეში, იქამდე კი პრემიერლიგაშიც მოასწრო მუშაობა, სადაც "ვულვზს" თავკაცობდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.