რეალური გაძლიერება თუ მორიგი იმედგაცრუება - "ნაპოლიმ" ბრაზილიელი დაიმატა

AutoSharing Option
27 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი დავიდ ნერესი "ბენფიკადან" "ნაპოლიში" გადავიდა, - იტყობინება იტალიური კლუბი.

კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ღირებულება ბონუსების გარეშე 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ნერესი ადრე "სან პაულოში", "აიაქსში" და "შახტარში" თამაშობდა, "ბენფიკაში" 2022 წელს გადაბარგდა და ლისაბონურ გუნდში 55 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში ნერესის ანგარიშზე პორტუგალიის ჩემპიონატზე 24 შეხვედრაში 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. მან ბრაზილიის ნაკრებში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ნეაპოლური მედია ნერესზე დიდ იმედებს ამყარებს და ვნახოთ,
დაეხმარება თუ არა რამით გუნდს, თუ მორიგი იმედგაცრუება აღმოჩნდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანგისა ლობოტკა რაჰმანი სიმეონე ამ პოზიციებზე უნდა გაძლიერდნენ მაგრამ არ შვებიან
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული