კანავარომ თავისი აზრით "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი ფავორიტები დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ თავისი აზრით "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატები დაასახელა.

"ჩემი აზრით, ამ ჯილდოს ან ვინისიუსი მოიგებს, ან ბელინგემი, თუმცა ამ უკანასკნელმა სეზონის მეორე ნახევარში იმავე დონეზე ვერ ითამაშა, როგორც პირველში. მბაპეს საუკეთესო სეზონი არ ჰქონია, მაგრამ ის ჩემპიონი და აშკარა კანდიდატია.

ასევე არიან როდრი და კარვახალი. დანიმ ყველაფერი მოიგო, მაგრამ მცველმა რაღაც არაჩვეულებრივი უნდა აჩვენოს "ოქროს ბურთის" მოსაგებად", - ციტირებს კანავაროს Football Italia.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი მოკრძალებული აზრით ოქროს ბურთი აუცილებლად ვინმე ესპანელმა უნდა მოიგოს.უბრალოდ დიდი აბსურდია ამ ქვეყანამ 2008-დან 12-ის ჩათვლით ყველაფერი მოიგო,ახლაც დომინანტური გუნდი ყავს ყველა ასაკობრივ დონეზე...დაუმატეთ რეალის საოცარი შედეგები ლიგის ბოლო ათი წლის გათამაშებებში....მაგრამ ჰოი საოცრებავ,ბოლოს ოქროს ბურთი ესპანელმა 50-იან წლებში მოიგო.ეს აბსურდი არაა???აქედანაც ნათლად ჩანს რას წარმოადგენენ ფიფა უეფა.და ეს გაუფასურებული ოქროს ბურთიც...
Master
19:50 06-09-2024
1
როგორც იქნა ვიღაცას გაახსენდა კარვახალი. ნამდვილად იმსახურებს! ბელინგემმა სეზონის მეორე ნახევარი ისევე რომ ეთამაშა, როგორც პირველი, აშკარა ფავორიტი იქნებოდა. ვინის შეიძლება თამაშით იმსახურებს, მაგრამ მაგას რო მისცენ, ეგ იქნება ყველაზე საზიზღარი ფეხბურთელი ვისაც ოქროს ბურთი მიუღია. მბაპე არავითარი კანდიდატი არაა. ჰოლანდი ნაკრების წარუმატებლობის გამო არ იმსახურებს. შეიძლება ლაუტარო მარტინესიც იქნეს განხილული
გივი
17:09 06-09-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული