იჯარა შესაძლოა ზამთარშივე შეწყდეს - ცნობილი გამოცემა ოსიმენის საიჯარო ხელშეკრულების აქამდე უცნობ პუნქტზე წერს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "გალათასარაიმ" ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლიდან" იჯარის წესით დაიმატა.

თურქულ კლუბს ნიგერიელი ფორვარდის გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

ცნობილი გამოცემის, Football Transfers-ის ცნობით, თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე რომელიმე კლუბი ოსიმენის შეძენის სურვილს გამოთქვამს და "პარტენოპეისთან" ფასზე შეთანხმებას მიაღწევს, "ნაპოლის" იჯარის შეწყვეტის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, იანვარში ვიქტორ ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროდან 70 მილიონ ევრომდე შემცირდება.

ცნობისთვის, ოსიმენი "ნაპოლიში" 2020 წელს, "ლილიდან" გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში ნიგერიელმა "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 133 მატჩი გამართა, თავი კი 76
გატანილი გოლით გამოიჩინა.

altოსიმენის შემდეგ "გალათასარაიმ" შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული დაიმატოს

alt"პრეზიდენტმა ოსიმენის ტრანსფერზე ეს გააკეთა და არაბებმა დე ლაურენტისი სასქესო ორგანოზე გაუშვეს" - კასანომ ნიგერიელის ტრანსფერსა და კონტეს ფაქტორზე ისაუბრა

alt"ხედავ? უკვე "ნაპოლიდანაც" გაგდებენ, მადლობა კონტეს და დე ლაურენტისს გონივრული გადაწყვეტილებისთვის!" - ოსიმენის სიძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გინდათ ეშმაკია ლაურა:თითქმის გაისტუმრა ამის ხელფასი ამ იჯარით,ოსიმენიც იფრენს გალაში და მართლა გაყიდის 130-ად თუ არა 90-100 ლიმონად მაინც
ოსიმენიც რას კარგავს,ითამაშებს,გაიტანს,კაი გიჟი გულშემტკივრებში ყქვს გალას და მაგრა გააღმერთებენ,10 ლიმონს გადაკეცქვს და მაინც ევროპულ გრანდში გადავა...
ზორო
13:34 09-09-2024
3

სიახლეები პოპულარული