ვიქტორ ოსიმენის შემდეგ "გალათასარაიმ" შეიძლება ვეტერანი ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო დაიმატოს, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
კაზემირო "მანჩესტერში" კარგად ვერ თამაშობს და ახლახან პსჟ-ისგან შეძენილი მანუელ უგარტე მის შესაცვლელად მზადაა.
პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასია (კვირაში 300 ათას ფუნტზე მეტს გამოიმუშავებს) და თუ სტამბოლურ გუნდში იჯარით გადავიდა, შეიძლება გასამრჯელოს ნაწილის გადახდა "მანჩესტერს" მოუწიოს.
პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასია (კვირაში 300 ათას ფუნტზე მეტს გამოიმუშავებს) და თუ სტამბოლურ გუნდში იჯარით გადავიდა, შეიძლება გასამრჯელოს ნაწილის გადახდა "მანჩესტერს" მოუწიოს.
კაზემირომ "იუნაიტედში" ორ წელიწადში 87 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი საბაზრო ღორებულება კი 20 მილიონი ევროა. "რეალის" რიგებში ის ხუთჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.