"პრეზიდენტმა ოსიმენის ტრანსფერზე ეს გააკეთა და არაბებმა დე ლაურენტისი სასქესო ორგანოზე გაუშვეს" - კასანომ ნიგერიელის ტრანსფერსა და კონტეს ფაქტორზე ისაუბრა

AutoSharing Option
Viva el Futbol-ის ეთერში ანტონიო კასანომ "ნაპოლიში" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე ისაუბრა.

"დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლის და წლების შემდეგ ფულის დახარჯვა გადაწყვიტა. რაც შეეხება ოსიმენის ტრანსფერს, არაბები იდიოტები არ არიან.

მან ნიგერიელი ჯერ 130 მილიონი დააფასა, შემდეგ კი 5 მილიონით მეტი მოითხოვა, რაზეც არაბებმა ის სასქესო ორგანოზე გაუშვეს.

ახლა ის იჯარით წავიდა, მაგრამ მომავალ წელს იგივე პრობლემა იქნება. ლაურენტისს ჰგონია, რომ "ნაპოლი" მისია, არადა, ის ხალხის გუნდია.

მას ოსიმენი სკუდეტოს მოგების მერე უნდა გაეყიდა. ლაურენტისმა
სპალეტის აშენებული გუნდი დაანგრია და ახლა კონტესთან ფრთხილად უნდა იყოს. მას უნდა ახსოვდეს, როგორ წამოვიდა კონტე "იუვენტუსიდან" და "ინტერიდან", - თქვა კასანომ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხალხის გუნდი რა სპარტაკია მამაძალი?! ერთი რუსებმა შეარქვეს "ნაროდნაია კამანდა"და აგერ კასანომ მეორეს,არადა მარადონასთან ასოცირდება მის გარეშე ერთი ნაგვით სავსე ქალაქია.
ნუგზარი
11:46 09-09-2024
2
მე არ ვეხები ფიფიას და სხვებს მაგრამ დე ლაურენტისი რომ "კრხაბორია" ამას კი ვხედავ რომ ხვიᲩას როგორც ფეხბურᲗელს ისე ექცევა როგორც მას სურს.არადა ეს მისი აგენტის ჯუᲦელის ბრალიცაა.მას ე.ი. ხვიᲩას ფული არ აინტერესებსო ეს სიტყვები ლაურენტისმა დაწერა.და ხელᲨეკრულებაᲨი უნდა ყოფილიᲧო პუნქტები Ჩადებულისადაც არავის ექნებოდა ფეხბურᲗელის დამცირება და როგორც სამარᲗლებრივად ასევე მორალურად ლაურენტისს.დაემცირებინა ხვიᲩას უფლებები.ან იტალიელი მაყურებელი და კლუბის მესვეურები ვერ ხედავენ რა დამარᲗა Ჩემპიონ გუნდს სიᲫუნწის გამო.არაბებმა კი არა იტალიელებმა უნდა გაუᲨვან " ნახ...ზე" და მიხედოს ვაᲭრობას სოფლი მეურნეობაᲨი არა ფეხბურᲗᲨი.
ზურაბ კობეᲨავიდზე
09:53 04-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული