"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა

AutoSharing Option
Sputnik.by-ს ცნობით, 35 წლის უკრაინელმა მეკარემ, დენის შელიხოვმა, მდინარე ტისა გადაცურა და ქვეყნიდან გაიქცა.

შელიხოვმა თქვა, რომ ბელარუსული "სლავია-მოზირი" დაუკავშირდა, რომლის მწვრთნელებსაც მინსკის "ლუჩში" თამაშის პერიოდიდან იცნობდა, თავიანთ გუნდში თამაში შესთავაზეს, რაზეც სიამოვნებით დათანხმდა, უკრაინიდან გაქცევა კარგად დაგეგმა, ჯერ უნგრეთში ჩავიდა, შემდეგ კი - დანიშნულების ადგილზე.

Sportall.Ge

ბელარუსულმა კლუბმა მას ერთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

შელიხოვი ხერსონშია დაბადებული, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში ერთხელ ითამაშა, 1999 წელს "საბურთალოში" ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი სუმის "ვიკტორიას" ღირსებას იცავდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩვენ აქ დავჭამოთ ერთმანეთი ამათ გამო და უკრაინელები და რუსები ერთ სასტუმროში ისვენებენ საქართველოს ზღვისპირა და მთის კურორტებზე და ერთადაც ატარებენ დროს,არაერთხელ შევესწარი ამ ზაფხულს მსგავს სიტუაციას.ერთად რომ ქეიფობდნენ.ჩვენ გავაგრძელოთ ერთმანეთის ლანძღვა და გინება ვიღაც სლავი ღ..ების გამო.
საქართველო
00:24 13-09-2024
4
ვის წისქვილზე ასხამთ წყალს? ამგვარ პროპოგანდისტულ სტატიების ბეჭვდით,არა საქართველოს და სხვა მებრძოლ ქვეყნების,ძალადობის და აგრესიის წინააღმდეგ რომ იბრძვიან,კმარა , აგრესორის და სხვათა მიწების დამპყრობების,ერთ ადგილზე შეძრომის მცდელობების უთავბოლოდ გამეორება ქართულ ეთერში.
ზ.მ. დიდი ბრიტანეთი
13:41 12-09-2024
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული