"ჩელსის" ნახევარმცველს, ენცო ფერნანდესს, მართვის მოწმობა ჩამოართვეს. Sky Sports-ის ცნობით, არგენტინელმა საგზაო მოძრაობის წესები ზედიზედ მეორედ დაარღვია.
არგენტინელს მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოართვეს.
წყაროს ცნობით, ენცო 3020 ფუნტით დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, "ჩელსიმ" ფერნანდესი 2023 წელს "ბენფიკადან" 121 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
რასისტული სკანდალი გრძელდება, ენცომ ბოდიში მოიხადა, თანაგუნდელებმა კი "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმეს