გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა

AutoSharing Option
რუსეთში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს უგუნდოდ მყოფი 30 წლის მცველი გიორგი ჯიქია მოსკოვის ოლქის "ხიმკის" ფეხბურთელი გახდა.

ჯიქიას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და მისი ყოველთვიური გასამრჯელო 4.5 მილიონი რუბლი (45 ათასი ევრო) იქნება.

ჯიქია 2017 წლიდან "სპარტაკში" თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 215 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რუსეთის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა. 8 მაისს მოსკოვურმა კლუბმა გამოაცხადა, რომ მას ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.

Transfermarkt-ის მიხედვით, ჯიქიას ფასი 3.5 მილიონი ევროა. რუსეთის ნაკრებში მან 44 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ბოლოს კაპიტანიც
იყო.

"ხიმკი" 7 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში 6 ქულით მე-13 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რატომ შეგვჭამეთ ამ რუსებით? კოკორინის ან სობოლევის კარიერული გზა გვაინტერესებს?! აბა, ამის რატომ უნდა გვაინტერესებდეს?! გადავიდა და გადავიდეს. რატომ სირზე არ გკიდიათ?
ციციკორე
11:33 13-09-2024
6
ვისის აინტერესებს ამ რუსის ბედი, თავში ქვა უხლია.
გიორგი
09:28 13-09-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული