ამ გადაწყვეტილებას ოჯახის გამო იღებს - მარიო რუის მომავალზე იტალიური პრესა წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" განაპირა მცველი მარიო რუი კვლავ პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ წინასასეზონო შეკრების წინ განუცხადა, რომ მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა და ახალი გუნდი უნდა მოეძებნა.

რუიმ არაერთი შეთავაზება მიიღო, თუმცა "ნაპოლის" დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. Ruleta Sport-ის ჟურნალისტის ხერარდო ფასანოს ცნობით, პორტუგალიელმა რამდენიმე დღის წინ ორი თურქული გრანდის "ბეშიქთაშისა" და "გალათასარაის" წინადადებები დაბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ "პარტენოპეისთან" შეთანხმებას ორივე კლუბმა მიაღწია.

ფასანოს ცნობით, მარიო "ნაპოლის" ოჯახის გამო არ ტოვებს, რადგან მისი მეუღლე და შვილები ნეაპოლში
თავს კომფორტულად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რუი "პარტენოპეის" 2017 წელს, "ემპოლიდან" შეუერთდა.

altმარიო რუიმ და ოსიმენმა შეიძლება ისევ ერთად ითამაშონ

altRadio Sportiva: მარიო რუიმ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო

მკითხველის კომენტარები / 2 /
რუის იმის იმედი აქვს, რომ აურელიო კონტეს გააგდებს, და ახალი მწვრთნელი დააბრუნებს რუის ძირითად შემადგენლობაში.
ქ. გ.
11:58 14-09-2024
4
სადაც კომფორტულად იქ უნდა იყო.
დავით
17:29 14-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული