"ჩვენთვის ყველა თამაში ფინალივითაა, რაც შეეხება ჩემი და კონტეს ურთიერთობას..." - რა თქვა ლუკაკუმ "კალიარისთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-4 ტურში "ნაპოლიმ" "კალიარი" სტუმრად 4:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში "პარტენოპეის" ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ გოლის გატანა და 2 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი თავი გატანილი გოლითა და ასისტით გამოიჩინა.

ლუკაკუმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მერეტი კვლავ შესანიშნავად გამოიყურებოდა, ისევე, როგორც "პარმასთან". უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენთვის თითოეული მატჩი ფინალივითაა. ახლა კი დავისვენებთ და შემდეგ შეხვედრაზე ვიფიქრებთ.

რთული მატჩი იყო, ბოლომდე დავიხარჯე, თანაგუნდელებს მაქსიმალურად დავეხმარე და მოვიგეთ. კონტე? ჩვენი ურთიერთობის შესახებ ყველამ იცის. ვფიქრობ, როგორც გუნდს, შეგვიძლია კიდევ უფრო
მოვუმატოთ", - განაცხადა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" სერია A-ს მორიგ მატჩს 21 სექტემბერს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი კარგი სიტყვა თქვი მაინც კვარაზე
ძველი გულშემატკივარი
21:44 16-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული