"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი

AutoSharing Option
30 წლის მცველს, გიორგი ჯიქიას, "სპარტაკმა" კონტრაქტი არ გაუგრძელა, კარგა ხანი უგუნდოდ იყო, რამდენიმე დღის წინ კი "ხიმკის" ფეხბურთელი გახდა. საფეხბურთო აგენტმა ვადიმ შპინევმა განმარტა, რატომ არ უფორმებენ საზღვარგარეთული კლუბები ხელშეკრულებას რუსეთის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებს.

"ევროპულ კლუბებს რუსი ფეხბურთელები სპეციალური სამხედრო ოპერაციის (უკრაინაში შეჭრას და ომს ასე უწოდებენ - რედ.) გამო არ სჭირდებათ. თქვენ რომ იცოდეთ, ამ ზაფხულს რამდენი ქვეყანა მოვიარე და საუკეთესო შემთხვევაში მოვისმინე ფრაზა: "კარგი, ჩვენ ვნახავთ". ესპანურ, გერმანულ და იტალიურ ჩემპიონატებს ჩვენ უბრალოდ არ ვჭირდებით. გამოდის ის,
რაც გამოდის.

ჯიქიას რუსული პასპორტი აქვს, ქართული კი რომ ჰქონდეს - ყველაფერი სრულიად სხვანაირად იქნებოდა. როგორც მინიმუმ, საემიროებში წავიდოდა. როგორც კი დაინახავენ, რომ ადამიანი რუსია, მაშინვე მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ. რუსული ტოპ-კლუბები ნიდერლანდელებს, გერმანელებს და იტალიელებს ყიდულობენ, თუმცა ახლა მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგაა! მათ შორის, ფეხბურთშიც. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი ენერგია დავხარჯე მიშა პროკოპცის კომპანია Sila-სთან, რათა ბიჭები (ძმები მირანჩუკები) სამუშაოზე მომეწყო. მუდმივი კავშირი არსებობდა, ჩემთვის ყველაზე რთული სატრანსფერო ფანჯარა იყო", - ციტირებს შპინევს Metaratings-ი.

მკითხველის კომენტარები / 46 /
რა ჯიქია, რის ჯიქია, მოგცლიათ?
გიორგი
16:15 18-09-2024
2
ჯიქიას საქციელს არ ვამართელბ მართალია რომ საქართველოზე უარი თქვა მაგრამ ობიექტური ტოლერანტობა უნდა გამოვიჩინოთ ვაღიაროთ რა გიჟი და ბინძურ-ჭრელი საზოგადოებაც გვყავს ვინც უარი არ თქვა და ხალხი მოიყვანა სტადიონზე კვარაცხელიას თავს ლაფი დაასხეს ამ უჯიშოებმა!
გიგო
14:25 18-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული