59 წლის ასაკში სალვატორე სკილაჩი გარდაიცვალა

AutoSharing Option
59 წლის ასაკში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი სალვატორე სკილაჩი გარდაიცვალა. "სკუადრა აძურას" ყოფილი ფორვარდი 2022 წლიდან მსხვილი ნაწლავის კიბოს ებრძოდა და ორჯერ ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სკილაჩი 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მან ამ ტურნირზე 6 გოლი გაიტანა, რითაც ბომბარდირი გახდა.

მან ასევე ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 9 /
1990 მუნდიალი მახსოვს ყველაზე პირველი და სკილაჩი - ბაჯოს დუეტი განსაკუთრებული იყო! სამწუხაროა. :-( აცხონოს ღმერთმა.
ქუთაისელი
17:51 18-09-2024
0
1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. მუნდიალი რომელიც ყველაზე კარგად მახსოვს. უცნაურია, ორი წელიც არ გასულა ყატარის მსოფლიოდან და 34 წლის წინანდელი ტურნირი უფრო ცოცხლად მაქვს ჩაბეჭდილი თავში. 13-ის ვიყავი, სხვანაირად მიხაროდა, სხვანაირად აღვიქვამდი...
და განუმეორებელი სკილაჩი. არსაიდან მოსული, რომელიც უცებ იქცა აძურას ბომბდამშენად. ვიღას ახსოვდა ჯანლუკა ვიალი (ისიც წავიდა)...
საღეჭი რეზინი "ფინალი" გახსოვთ ? ფეხბურთელების ნაკლეიკებით. ბურთი გავუცვალე სკილაჩის ნაკლეიკაში უბნელს )) ჩემი კოლექცია შევავსე და ბედნიერი ვიყავი, ბურთით კი მაინც ერთად ვთამაშობდით, რა მნიშვნელობა ჰქონდა ვისი ლოგინის ქვეშ ეგდებოდა ღამე )))
ეჰ, ტოტო...
16:53 18-09-2024
1

სიახლეები პოპულარული